გურასპაულმა კანდიდატურა მოხსნა – ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი სანიკიძეა

VIDEO ტაბატაძის გოლი – თასის ფინალში საბურთალო დაწინაურდა
დეკემბერი 8, 2021 18:31
VIDEO ფინალი შედგა – მეოთხე ქართული კლუბის ვინაობა კონფერენსლიგაზე ცნობილია
დეკემბერი 8, 2021 18:58

დღეს საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში მოახლოებულ პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაკეთდა.

აქამდე ცნობილი იყო, რომ პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებდა: მოქმედი პრეზიდენტი პაატა გურასპაული და ვიქტორ სანიკიძე.

თუმცა როგორც დღეს პაატა გურასპაულმა განაცხადა, ის კანდიდატურას ხსნის, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატი მხოლოდ ერთი იქნება და ის ვიქტორ სანიკიძეა. გურასპაულმა თქვა, რომ მას მხარს დაუჭერს.

“ვისაუბრეთ და აღმოჩნდა, რომ საერთო ხედვები გვაქვს. არჩევნებზე როგორც ერთი გუნდი, ისე წარვდგებით. მიზანი კალათბურთის განვითარება, სიმშვიდე, სიწყნარეა… ჩემთვის სავარძელი არასდროს ყოფილა მიზანი.

ვრჩები ჩემს გუნდთან ვიქტორ სანიკიძესთან ერთად და ყველაფერს გავაკეთებმ, რომ საქართველომ კალათბურთით იამაყოს”, – თქვა გურასპაულმა.

Share