[ექსკლუზივი] ჯოვინოს პირველი კომენტარი ნაკრებში შესაძლო თამაშზე

VIDEO საბურთალო საქართველოს თასის მფლობელია
დეკემბერი 8, 2021 19:21
დაბრუნება შემადგენლობაში – გიორგი ჩაკვეტაძე ფლორასთვის ემზადება
დეკემბერი 8, 2021 22:07

ბათუმის დინამოს ბრაზილიელმა შემტევმა ჯოვინო ფლამარიონმა არც ისე დიდი ხნის წინ საქართველო მოქალაქეობა მიიღო.

ჯოვინო წლებია, რაც საქართველოში თამაშობს, წელს კი ბათუმის დინამოსთან ერთად ნანატრი ჩემპიონობა იზეიმა.

საქართველოს მოქალაქეობის ქონა კი ნიშნავს იმას, რომ მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის სურვილის შემთხვევაში, ფეხბურთელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში შეეძლება.

Qomagebi.ge ბათუმის დინამოს ბრაზილიელ ფეხბურთელთან ვრცელ ინტერვიუს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ, მანამდე კი ჯოვინოს საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილზე ვკითხეთ. პირველი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით მან სწორედ ჩვენთან გააკეთა.

საქართველო შეუყვარდა და მოქალაქეობის მიღებაც ამიტომ გადაწყვიტა, თუმცა, როგორც ამბობს, ნაკრებიც ერთ-ერთი მიზანია.

აი, რა გვითხრა ჯოვინომ: “დიდი ხანია საქართველოში ვცხოვრობ და როცა მომეცა მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა, ძალიან გამიხარდა. ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრები დროთა განმავლობაში ძალიან ვითარდება. ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა მომეცემა და დავეხმარები მათ”.

ფლამარიონმა წლის პირველი ნახევარი იჯარის წესით როტორში გაატარა, შემდეგ კი ბათუმში დაბრუნდა და ეროვნული ლიგის 18 მატჩში 2 გოლი გაიტანა. 31 მატჩში 24 გოლი გაიტანა 2018 წლების სეზონში, ხოლო 30 მატჩში 17 გოლი – 2019-ში.

Share