“საინტერესოა, გაუშვებს თუ არა ანორთოსისი კაჭარავას დინამოში” – კვიპროსული მედია

“ამის დანახვა უსინათლოსაც კი შეუძლია” – ვაისი კაშიასა და კანკავაზე
დეკემბერი 7, 2021 23:48
VIDEO “მოვახერხე, ცენტრისკენ გადავინაცვლე და ზედა კუთხეში დავარტყი, ყველაფერი გამოვიდა” – დავითაშვილი
დეკემბერი 8, 2021 12:38

ბოლო პერიოდში ფამაგუსტას “ანორთოსისში” განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა. თემურ ქეცბაიას გუნდი არადამაჯერებელ ფეხბურთს აჩვენებს და კვიპროსული პრესის მუდმივი კრიტიკის სამიზნეა.

ხშირად იწერება კლუბში არსებული კონფლიქტების შესახებ, მათ შორის  ქეცბაიასა და ნიკა კაჭარავაზეც, რაც იმით გამყარდა, რომ ბოლო ტურებში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ხან ხშირი სათამაშო დრო არ მიეცა, ხანაც საერთოდ განაცხადს მიღმა აღმოჩნდა.

კვიპროსული Anorhtosis24.net-ი ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. სადაც ნიკა კაჭარავას მიმართ, თბილისის “დინამოს” ინტერესზე იყო საუბარი.

“რამდენიმე დღის წინ ქართულ მედიაში გაცრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის “დინამო” ნიკა კაჭარავას ტრანსფერით ინტერესდება და მის შესაძენად გარკვეული ნაბიჯების გადადგმას აპირებეს. თუმცა, ამავე დროს ანორთოსისი იანვარში თავდამსხმელის დამატებას გეგმავს. რადგან ლაფერტი მიდის, ქართველები შეთავაზების შემთხვევაში, საინტერესო იქნება გაუშვებს თუ არა გუნდი ორ ფორვარდს”, – წერს კვიპროსული გამოცემა

ანორთოსისი, კონფერენსლიგის ბოლო ტურის შეხვედრფაში ხვალ ბელგრადის “პარტიზანს” ესტუმრება.

Share