VIDEO ფინალი შედგა – მეოთხე ქართული კლუბის ვინაობა კონფერენსლიგაზე ცნობილია

გურასპაულმა კანდიდატურა მოხსნა – ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი სანიკიძეა
დეკემბერი 8, 2021 18:42
VIDEO საბურთალო საქართველოს თასის მფლობელია
დეკემბერი 8, 2021 19:21

დღეს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც წყალტუბოს “სამგურალი” და “საბურთალო” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

მესამე  და სამართალი არ შედგა. წყალტუბოს “სამგურალმა”  არსებობის ისტროიაში მესამედ ითამაშა საქართველოს თასის ფინალში და ამჯერადაც წააგო. “საბურთალომ” კი, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მეორედ მოიპოვა.

გარდა ტიტულისა,  დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებულმა გუნდმა კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურიც მოიპოვა. “სამგურალისთვის” ეს მესამე ფინალი იყო. წყალტუბოელებს საქართველოს თასის ფინალში აქამდე 1999 და 2020 წელს ჰქონდათ ნათამაშები და ორივე შემთხვევაში დამარცხდნენ. “საბურთალო კი, თასს 2019 წელს დაუეფლა.

მატჩი არც თუ  მაღალ ტემპში დაიწყო და თავიდან არავინ რისკავდა. საწყისი 30 წუთი  “სამგურალი” მეტად ცდილობდა შეტევებს, მაგრამ ბევრი არაფერი გამოსდიოდათ. ლევან კორღალიძის შეგირდები კი, გრძელი პასებით ცდილობდნენ ფონს გასვლას. პირველ ტაიმში ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი 43-ე წუთზე შეიქმნა. ნიკოლოზ მალის ჩაწოდების შემდეგ ბურთი საჯარიმოში დმიტრი მანდრიჩენკოს მიუვიდა, რომლის დარტყმულის შემდეგაც  წყალტუბოელები ძელმა იხსნა.

მეორე ნახევარში “საბურთალო” უკეთ გამოიყურებოდა, მეტად ცდილობდა და მათმა მცდელობებმა შედეგიც გამოიღეს.  მატჩის 65-ე წუთზე ნიკოლოზ მალის ჩაწოდებულ ბურთზე ყველას იური ტაბატაძემ დაასწრო და “საბურთალოს” ლიდერმა უზუსტესი თავური დარტყმით გადაგზავნა ბურთი მაქსიმე ქვილითაიას კარში.

დარჩენილ დროში ლევან კორღალიძის გუნდმა მეტოქეს სათამაშო ინიციატივა არ დაუთმო, ბურთი გააკონტროლა და შეხვედრა საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა.

საბოლოოდ 1:0 “საბურთლოს” სასარგებლოდ  და ლევან კორღალიძის გუნდი მომავალ წელს საქართველოს ღირსებას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიცავს.

Share