U17/ევრო 2023 | საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს

ტორპედო კატასტროფის ზღვარზე – მერანმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა
დეკემბერი 8, 2021 15:04
საქართველოს თასის ფინალი – ორივე გუნდის შემადგენლობა ცნობილია
დეკემბერი 8, 2021 16:25

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, 19-წლამდელთა შემდეგ, 2023 წლის 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრა გაიმართა, სადაც, საქართველოს 17-წლამდე ეროვნული გუნდის მეტოქეები გამოვლინდა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებს, საკვალიფიკაციო რაუნდში – ინგლისი, ისრაელი და ლიეტუვა დაუპირისპირდებიან.

მატჩები 2022 წლის შემოდგომაზე – 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.

მატჩების ზუსტი განრიგი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

წყარო: nakrebi.ge

Share