VIDEO “მოვახერხე, ცენტრისკენ გადავინაცვლე და ზედა კუთხეში დავარტყი, ყველაფერი გამოვიდა” – დავითაშვილი

“საინტერესოა, გაუშვებს თუ არა ანორთოსისი კაჭარავას დინამოში” – კვიპროსული მედია
დეკემბერი 8, 2021 12:05
“საქართველო საჩუქარი არავისთვის იქნება” -ინტერვიუ დუდა სანაძესთან
დეკემბერი 8, 2021 12:51

რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში, ზურიკო დავითაშვილის ტულას “არსენალი” სტუმრად “ხიმკის” დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველა, 61-ე წუთზე წონასწორობა ულამაზესი გოლით აღადგინა.

მატჩის შემდეგ დავითაშვილმა Championat.com-ის კორესპონდენტთან ანდრეი პავკოვთან ინტერვიუში შეხვედრა და საკუთარი თამაში შეაფასა.

“ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გახლდათ. ჩვენ ძალიან ბევრი დაუგეგმავი ქულა დავკარგეთ, ამიტომ ახლა ყველა შეხვედრაში უნდა გავიმარჯვოთ. მატჩი რთული გამოდგა, 0:1 ვმარცხდებოდით, თუმცა უპირატესობას და ინიციატივას ჩვენ ვფლობდით. ბევრი ინდივიდუალური დუელი მოვიგეთ და მომენტებსაც ვქმნიდით. 

ამ უპირატესობის ვერგამოყენება უსამართლობა იქნებოდა. კარგია, რომ მეორე ტაიმში ორჯერ გატანა მოვახერხეთ და გავიმარჯვეთ. რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებით ყველა ბედნიერია, თუმცა უკვე “ცსკა”-სთან დაპირისპირებაზე უნდა ვიფიქროთ. 

ჩემი გოლი? უნდა ითქვას, რომ ამ მომენტამდე რამდენიმე წუთით ადრე მე და ევანს კანგვამ ფლანგები შევიცვალეთ. ის მარჯვნივ წავიდა, მე კი საპირისპირო მხარეს. ერთ მომენტში კარგი სისწრაფის განვითარება მოვახერხე, ცენტრისკენ გადავინაცვლე და ზედა კუთხეში დავარტყი, ყველაფერი კარგად გამოვიდა. ამის შემდეგ ევანსმაც გაიტანა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გავიმარჯვეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ”,  – თქვა ზურიკო დავითაშვილმა.

ტულელები მორიგ შეხვედრას 11 დეკემბერს, სტუმრად მოსკოვის “ცეესკას” წინააღმდეგ ჩაატარებენ.

Share