ანორთოსისს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება – კვიპროსელები სერბეთში ჯგუფიდან გასასვლელად იბრძოლებენ

კოპენჰაგენი 🆚 სლოვანი – სლოვაკები ჯგუფიდან გასასვლელად იბრძოლებენ
დეკემბერი 9, 2021 18:22
[ექსკლუზივი] “მინიმუმ გამოძახებას ვიმსახურებდი… ახლა ესტონეთს ველი” – ბეგლარიშვილი
დეკემბერი 9, 2021 18:54

დღეს, უეფას კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მე-6 ტურში, ფამაგუსტას “ანორთოსისი” სერბეთში, ბელგრადის “პარტიზანს” დაუპირისპირდება.

ჯგუფში არსებული ვითარებიდან გამომდინარე მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს, კვიპროსელები გამარჯვების შემთხვევაში უდიდესი ალბათობით 1/16 ფინალის საგზურს მოიპოვებენ.

“ანორთოსისის”  სამატჩო განაცხადში გუნდში მყოფი სამივე ქართველი ფეხბურთელი, ნიკა ნინუა, გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა მოხვდნენ, გუნდის მთავარი მწვრთნელი როგორც იცით თემურ ქეცბაიაა.

კონფერენსლიგის ამავე  B ჯგუფში დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, ბელგიური “გენტი” შინ ესტონურ “ფლორას” დახვდება, ბელგიელებს ჯგუფში პირველი ადგილი და 1/8 ფინალური ეტაპის საგზური უკვე გარანტირებული აქვთ, დღეს კი ჯგუფის მოგებით დახურვას შეეცდებიან.

”გენტის” სამატჩო შემადგენლობაში რამოდენიმე მატჩიანი პაუზის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა, რის შესახებაც ვრცლად ამ ბმულზე შეგიძლიათ გაიგოთ.

გარდა ჩაკვეტაძის დაბრუნებისა, ბელგიაში გასამართი მატჩი “ანორთოსისისთვისაც” მნიშვნელოვანია, იმ შემთხვევაში თუ ბელგიურმა კლუბმა შეხვედრა მინიმუმ არ დათმო, ხოლო თავის მხრივ კვიპროსელებმა “პარტიზანი” დაამარცხეს, ფამაგუსტელები შემდეგ ეტაპზე იასპარეზებენ.

 

 

Share