შემადგენლობა და კალენდარი ცნობილია – ATP CUP 2022

მამუკა გორგოძე დიდების დარბაზშია და საუკეთესოს წოდებისთვის იბრძვის
დეკემბერი 9, 2021 11:39
კოპენჰაგენი 🆚 სლოვანი – სლოვაკები ჯგუფიდან გასასვლელად იბრძოლებენ
დეკემბერი 9, 2021 18:22

2022 წლის პირველი იანვრიდან ავსტრალიაში სტარტს აიღებს საჩოგბურთო სანაკრებო ტურნირი ATP Cup, სადაც მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებთან ერთად, ქართველ ჩოგბურთელებსაც ვიხილავთ.

ჯგუფური ეტაპის წილისყრა რამდენიმე დღის წინ გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები წილისყრაში მე-16 ნომრად იყო განთესილი, წილისყრის შედეგებით ქართველი ჩოგბურთელები D ჯგუფში, საბერძნეთის, პოლონეთის და არგენტინის ნაკრებებთან მოხვდნენ.

ATP Cup – ზე წარსადგენად საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უკვე ცნობილია, ჩვენი ქვეყნის ღირსებას ავსტრალიაში ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე ბაკში, საბა ფურცელაძე, ზურაბ ტყემალაძე და ალექსანდრე მეტრეველი დაიცავენ.

ქართველი ჩოგბურთელები ტურნირის პირველ მატჩს პირველ იანვარს გამართავენ, დღის სესიის შეხვედრაში, ჩვენი მეტოქე არგენტინა იქნება.

შემდეგი შეხვედრა ჩვენს ნაკრებს სამ იანვარს პოლონეთის წინააღმდეგ ელის, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს ქართველი ჩოგბურთელები ხუთ იანვარს საბერძნეთის წინააღდმეგ გამართავენ.

საქართველოს ნაკრებს ATP Cup-ზე ისტორიაში სამი შეხვედრა აქვს გამართული, ისტორიულ პირველ ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელები ორჯერ, ესპანეთის და იაპონიის წინააღმდეგ დამარცხდნენ, პირველი გამარჯვება კი ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ მოიპოვეს.

ATP Cup-ზე ჯგუფური ეტაპის ახალი ფორმატის მიხედვით პლეი-ოფში კვალიფიცირებას მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული შეძლებენ, საქართველოს ნაკრებს შედმეგ ეტაპზე მოსახვედრად მინიმუმ ორ შეხვედრაში სასურველი შედეგის დაფიქსირება მოუწევს.

 

 

 

 

 

 

 

 

Share