გიორგი ჩაკვეტაძე ტალინის “ფლორას” სასტარტოდან შეუტევს

შოთა მიშველიძის სამი ვერცხლი მსოფლიოზე
დეკემბერი 9, 2021 20:33
[ექსკლუზივი] “უკვე კარიერის დასრულებაზე უნდა ვფიქრობდე, მაგრამ…” – ინტერვიუ გურამ კაშიასთან
დეკემბერი 9, 2021 21:00

დღეს კონფერენს ლიგაზე, ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩები იმართება. B ჯგუფში, სადაც ორი “ქართული” გუნდია, საინტერესო მატჩები იმართება. ბელგიური “გენტი” საკუთარ მოედანზე ტალინის “ფლორას” მასპინძლობს, ხოლო ანორთოსისი სტუმრად ბელგრადის “პარტიზანს” ეთამაშება. ბელგიელებს ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა უკვე გარანტირებული აქვთ, ხოლო კვიპროსელებს მხოლოდ გამარჯვება აძლევთ ხელს.
მატჩები, 21:45 სთ-ზე დაიწყება და უკვე ცნობილია სასტარტო შემადგენლობებით. გიორგი ჩაკვეტაძე პირველივე წუთებიდანვე შეუტევს მეტოქეს, ხოლო გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა კი სათადარიგოთა სკამზე სხედან. რაც შეეხება ნიკა ნინუას, ის განაცხადშიც კი არ მოახვედრა თემურ ქეცბაიამ.
“გენტისა” და “ფლორას” საყურებელ ბმულს, ჩვენი საიტი თამაშამდე რამდენიმე წუთით ადრე  შეგატყობინებთ.

Share