კოპენჰაგენი 🆚 სლოვანი – სლოვაკები ჯგუფიდან გასასვლელად იბრძოლებენ

შემადგენლობა და კალენდარი ცნობილია – ATP CUP 2022
დეკემბერი 9, 2021 14:52
ანორთოსისს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება – კვიპროსელები სერბეთში ჯგუფიდან გასასვლელად იბრძოლებენ
დეკემბერი 9, 2021 18:45

დღეს, უეფას კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მე-6 ტურის მატჩში “კოპენჰაგენი” ტელია პარკენზე ბრატისლავის “სლოვანს” დახვდება.

ორივე გუნდის სამატჩო შემადგენლობაში შევხვდებით ქართველ ფეხბურთელებს, დანიელთა რიგებშია დავით ხოჭოლავა, ხოლო ჯაბა კანკავა სლოვაკური კლუბის ღირსებას დაიცავს. აღსანიშნავია, რომ გურამ კაშია დღეს გუნდს კორონავირუსის გამო ვერ დაეხმარება.

მატჩი სატურნირო მნიშვნელობით გამოირჩევა. 5 ტურის შემდეგ F ჯგუფს სწორედ დანიური “კოპენჰაგენი” ლიდერობს, სკანდინავიელებს ჯგუფში პირველი ადგილი და 1/8-ფინალში ასპარეზობა გარანტირებული აქვთ, მე-2 და მე-3 ადგილებს კი სლოვაკური “სლოვანი” და ბერძნული “პაოკი” 8-8 ქულით იყოფენ.

თავის მხრივ შინ, სალონიკში ითამაშებს ბერძნული “პაოკი” რომელიც ჯგუფის აუტსაიდერ გიბრალტარულ “ლინკოლნს” დაუხვდება. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე სლოვაკური გუნდი იასპარეზებს.

უეფას კონფერენსლიგის ფორმატის მიხედვით, ჯგუფის მე-2 ადგილოსანი გუნდები, 1/8-ფინალის ნაცვლად 1/16-ფინალში დაუპირისპირდებიან ევროპალიგიდან გამოვარდნილ გუნდებს.

”კოპენჰაგენისა” და “სლოვანის” დაპირისპირება დღეს გვიან ღამით, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება, მატჩის საყურებელ ლინკს კი ჩვენს ვებ-გვერდზე იხილავთ.

Share