ჩემი ამჟამინდელი ფორმიდან გამომდინარე ასეთ შედეგს არ ველოდი

მესამე წელი ბათუმში – სპენსერ კოლინსი საქართველოში დაბრუნდა
დეკემბერი 9, 2021 21:22
▶️ VIDEO ჩაკვეტაძის კარგი მატჩი კონფერენსლიგაზე
დეკემბერი 10, 2021 00:06

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე შოთა მიშველიძემ (-61 კგ) სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ორჭიდის ჯამში 286 კგ-ს დაძლევა მოახერხა. ტურნირის დასრულების შემდეგ, qomagebi.ge შოთას ტაშკენტში დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური კომენტარი ჩაწერა.

“მადლობა მოლოცვისთვის. მოლოდინი არ მქონდა ჩემი ფიზიკური ფორმიდან გამომდინარე, რადგან ჩემს შესაძლებლობებს ამ ეტაპზე ტრავმების გამო ძალიან ჩამოვრჩები. რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ. ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად დამთავრდა, თუმცა შეიძლებოდა ბოლო წონის დაძლევაც და ბოლომდე ბრძოლაც მაგრამ სამწუხაროდ ძალები არ მეყო. ამ სინჯის მედალი უმაღლესია ჩემს კარიერაში და მიხარია რომ მისი მოპოვება შევძელი “-გვითხრა შოთა მიშველიძემ

Share