შოთა მიშველიძის სამი ვერცხლი მსოფლიოზე

[ექსკლუზივი] “მინიმუმ გამოძახებას ვიმსახურებდი… ახლა ესტონეთს ველი” – ბეგლარიშვილი
დეკემბერი 9, 2021 18:54
გიორგი ჩაკვეტაძე ტალინის “ფლორას” სასტარტოდან შეუტევს
დეკემბერი 9, 2021 20:58

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ორმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა. ფიცარნაგზე -61 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ძალოსნები წარდგნენ. ამ წონაში ჩვენი ქვეყნის ღირსებას შოთა მიშველიძე და რამინ შამილიშვილი იცავდნენ.

ატაცში მიშველიძემ ორი მისვლა გამოიყენა 126/131 და პირველი მოძრაობა მეორე ადგილზე დაასრულა. შესაბამისად, ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა. რამინ შამილიშვილს ატაცში სამივე მისვლა წარმატებული ჰქონდა 117/120/122 და პირველი მოძრაობა მეშვიდე ადგილზე დაასრულა.

აკვრაში შოთა მიშველიძემ ორი მისვლა წარმატებით დაძლია 150/155 და მესამე ცდაზე 160 კილოგრამიანი შტანგის დაძლევა ვერ მოახერხა. მიუხედავად ამისა, მიშველიძემ დისციპლინა მეორე ადგილზე დაასრულა და ორჭიდის ჯამშიც 286 კილოგრამით ვერცხლის მედალს დასჯერდა.  რამინ შამილიშვილმა 148 კილოგრამი დააფიქსირა და უმედლოდ დარჩა.


 

Share