მესამე წელი ბათუმში – სპენსერ კოლინსი საქართველოში დაბრუნდა

🔴 LIVE “გენტი” 🆚 “ფლორა” – ჩაკვეტაძე სასტარტოშია!
დეკემბერი 9, 2021 21:07
ჩემი ამჟამინდელი ფორმიდან გამომდინარე ასეთ შედეგს არ ველოდი
დეკემბერი 9, 2021 22:57

ამერიკელი კალათბურთელი სპენსერ კოლინსი “ბათუმში” დაბრუნდა.

ბათუმელი გულშემატკივარისთვის სპენსერ კოლინსი ახალი სახე არ არის. ის კლუბში პირველად 2017/2018 წლების სეზონში გამოჩნდა და 15 ქულით, 8 მოხსნითა და 2 ჩაჭრილი ბურთით პირველივე თამაშში დაუმტკიცა შავიზღვისპირელებს თავისი შესაძლებლობები.

პირველ სეზონში გუნდის ახალწვეულმა საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა და გუნდს ულიდერა. სპენსერის საშუალო სტატისტიკა პირველ სეზონში 34 წუთში 16.6 ქულა, 5.1 მოხსნა და 2.4 პასი იყო. ლიგაში ქულების მხრივ მისი საშუალო სტატისტიკა მე-7 ადგილზე იყო.

მომდევნო სეზონში ის გუნდის სასტარტო ხუთეულის შეუცვლელი წევრი იყო, სანამ მუხლის ტრავმას მიიღებდა… სპენსერს უკანასკნელ სეზონში საშუალოდ 13.7 ქულა 4.4 მოხსნა და 2.1 პასი უფიქსირდებოდა.

ხორვატიიდან  ის გუნდს რამდენიმე დღეა შეუერთდა და ხვალ კაკტუსის წინააღმდეგ საშინაო მატჩშიც დაეხმარება შავიზღვისპირელებს.

საკალათბურთო კლუბ “ბათუმის” მედია მხარდამჭერია Qomagebi.ge.

Share