ხოჭოლავა 1/8-ფინალშია, კაშია და კანკავა პლეი-ოფს მიღმა დარჩნენ

გენტი შემდეგ ეტაპზეა, ანორთოსისი ჯგუფში ჩარჩა – უეფას კონფერენსლიგა
დეკემბერი 10, 2021 00:45
მამარდაშვილი 2022 წლამდე უნდა გამოისყიდონ – კლუბის პრეზიდენტი, ვალენსიას მფლობელს უკვე შეხვდა
დეკემბერი 10, 2021 12:02

დღეს უეფას კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი, მე-6 ტურის მატჩები გაიმართა და პლეი-ოფში გასული ყველა გუნდის ვინაობა გაირკვა.

საინტერესოდ წარიმართა მოვლენები F ჯგუფში, სადაც დავით ხოჭოლავას “კოპენჰაგენი” და გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას “სლოვანი” არიან.

ბოლო ტურის წინ პირველი ადგილი და 1/8-ფინალის საგზური განაღდებული ჰქონდა “კოპენჰაგენს”, მე-2 და მე-3 ადგილზე კი “სლოვანი” და “პაოკი” იყვნენ.

ბრატისლავის “სლოვანი” დღეს სწორედ ტელია პარკენს ეწვია, სადაც “კოპენჰაგენთან” მატჩში ანგარიშით 0-2 დამარცხდა, მოედანზე 90 წუთი გაატარეს დავით ხოჭოლავამ და ჯაბა კანკავამ, ხოჭოლავა საერთოდაც დღევანდელ მატჩში დანიური კლუბის კაპიტნად მოგვევლინა.

თავის მხრივ, მარტივი გამარჯვება მოიპოვა “პაოკმა”. ბერძნულმა კლუბმა სალონიკში, ევროტურნირებზე დებიუტანტი გიბრალტარული “ლინკოლნი” 2-0 დაამარცხა.

შესაბამისად, F ჯგუფის გამარჯვებული “კოპენჰაგენი” გახდა, მეორე ადგილზე ბერძნული “პაოკი” გავიდა, მესამეა “სლოვანი”, ხოლო ბოლო, ჯგუფში მე-4 ადგილს დასჯერდა “ლინკოლნი”.

Share