ბათუმის მორიგი იოლი გამარჯვება კაკტუსის წინააღმდეგ

▶️ VIDEO საბა ლობჟანიძის საგოლე პასი ალთაის წინააღმდეგ
დეკემბერი 10, 2021 22:45
▶️ VIDEO ლობჟანიძის საგოლე გადაცემა და მოპოვებული პენალტი 22 წუთში
დეკემბერი 11, 2021 00:54

საკალათბურთო კლუბ “ბათუმმა” დღეს “კაკტუსს” უმასპინძლა და 10-ქულიანი სხვაობით დაამარცხა – 83:73.

შავიზღვისპირელებს თავიდან გაუჭირდათ, თუმცა შემდეგ უპირატესობა ხელთ იგდეს. აღსანიშნავია, რომ “ბათუმი” წინ 39 წუთისა და 19 წამის განმავლობაში იყო.

“კაკტუსი” წარმატების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა, თუმცა მასპინძლებმა უპირატესობა არ დათმეს და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს..

“ბათუმს” 25 ქულითა და 11 მოხსნით აიზეა ტრეილორმა ულიდერა. ორმაგი დუბლი 15 ქულითა და 17 მოხსნით სოსო გოგნაძის ანგარიშზეა. ბექა ბექაურმა კი 21 ქულა ჩააგდო და 7 ბურთი მოხსნა მოწინააღმდეგის ფარზე.

დეკემბერში “ბათუმმა” უკვე მეორე მატჩი მოიგო. შემდეგი შეხვედრა თბილისში აფხაზეთის წინააღმდეგაა.

საკალათბურთო კლუბ “ბათუმი” მედია მხარდამჭერია Qomagebi.ge.

Share