“დილა” ერთ-ერთმა ლიდერმა დატოვა – ბიძინაშვილის ახალი კლუბიც ცნობილია

VIDEO ბექა მიქელთაძის დუბლი ველინგტონთან
დეკემბერი 10, 2021 14:28
VIDEO დუბლი და საგოლე გადაცემა – მიქელთაძის შესანიშნავი მატჩი
დეკემბერი 10, 2021 17:20

გასულ სეზონში გორის დილას ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბიძინაშვილი კარიერას ბათუმის დინამოში გააგრძელებს.

ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ირაკლი ბიძინაშვილი ახალი სეზონიდან ბათუმის “დინამოს” შეუერთდება, ჩვენმა წყაროებმაც დაგვიდასტურეს. ის ბათუმელთა პირველი ტრანსფერია ახალი სეზონის წინ.

24 წლის შემტევი ნახვევარმცველი შიდაქართლელებისთვის საკვანძო ფეხბურთელი გახლდათ.

მან 2021 წლის ეროვნული ლიგის გათამაშებაში 27 შეხვედრაში 7 გოლი და სამ საგოლე გადაცემას მოუყარა თავი და კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა.

ბიძინაშვილი თბილისის “საბურთალოს” აღზრდილია და სხვადასხვა დროს ერევნის “არცახში” და ლატვიურ “იელგავაში” უთამაშია.

Share