გენტი შემდეგ ეტაპზეა, ანორთოსისი ჯგუფში ჩარჩა – უეფას კონფერენსლიგა

▶️ VIDEO ჩაკვეტაძის კარგი მატჩი კონფერენსლიგაზე
დეკემბერი 10, 2021 00:06
ხოჭოლავა 1/8-ფინალშია, კაშია და კანკავა პლეი-ოფს მიღმა დარჩნენ
დეკემბერი 10, 2021 02:17

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უეფას კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი, მე-6 ტურის პირველი სესიის მატჩები.

როგორც მოგეხსენებათ, კონფერენსლიგის B ჯგუფში ორი “ქართული” გუნდი “გენტი” და “ანორთოსისი” ასპარეზობდა.

ბელგიურმა “გენტმა”, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე ასპარეზობს, შინ ბელგიაში, მინიმალური ანგარიშით დაამარცხა ესტონური “ფლორა”, გიორგი ჩაკვეტაძე გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 70 წუთი გაატარა.

ნიკა ნინუას, გიორგი ლორიასა და ნიკა კაჭარავას კვიპროსულმა “ანორთოსისმა” სტუმრად სერბეთში, “პარტიზანის” წინააღმდეგ ფრედ ითამაშა, ქართველთაგან მოედანზე მხოლოდ ნიკა კაჭარავა ვიხილეთ, რომელიც თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო.

შესაბამისად, უეფას კონფერენსლიგის B ჯგუფი დასრულებულია. პირველი ადგილი და 1/8 ფინალის საგზური სწორედ ბელგიურმა “გენტმა” მოიპოვა, მეორე ადგილზე ბელგრადის “პარტიზანი” გავიდა, კვიპროსული “ანორთოსისი” მესამეა, ხოლო ესტონურმა “ფლორამ” ჯგუფი ბოლო, მე-4 ადგილზე დაასრულა.

 

Share