მამარდაშვილი 2022 წლამდე უნდა გამოისყიდონ – კლუბის პრეზიდენტი, ვალენსიას მფლობელს უკვე შეხვდა

ხოჭოლავა 1/8-ფინალშია, კაშია და კანკავა პლეი-ოფს მიღმა დარჩნენ
დეკემბერი 10, 2021 02:17
VIDEO ბექა მიქელთაძის დუბლი ველინგტონთან
დეკემბერი 10, 2021 14:28

ესპანური “ვალენსია” გიორგი მამარდაშვილს დინამო თბილისიდან გამოისყიდის საკითხი კვლავაც აქტუალურია. “ღამურების” ხელმძღვანელობას და მთავრ მწვრთნელს ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლიათ.

ესპანური Eldesmarque-ი წერს, რომ გუნდის პრეზიდენტი კლუბის მფლობელს პეტერ ლიმს ესაუბრა და ხოსე ბორდალასის პოზიციაც გააცნო.

“ვალენსიას პრეზიდენტი, ენილ მარტი კლუბის მფლობელს, პეტერ ლიმს ესაუბრა და საკუთარ აზრთან ერთად, გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხოსე ბორდალასის პოზიცია გააცნო, საქმე ვალენსიას რიგებში მამარდაშვილის შენარჩუნებას ეხებოდა. “;- წერს ესპანური გამოცემა

ტრანსფერის მიმდინარე წელს განხორციელების შემთხვევაში, ტრანსფერის  სავარაუდო თანხად 800 000 ევრო სახელდება. თუ ეს თარიღი მომავალ წელს გადაიწევს, თანხა გაიზრდება.

მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში საწყის 6 ტურის მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში,  მან ექვსი ტურის განმავლობაში 7 გოლი გაუშვა.

Share