საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის კონტრაქტს ვალენსია გამოისყიდის.
Qomagebi.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ვალენსიამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და მამარდაშვილს რამდენიმეწლიან კონტრაქტს გაუფორმებს.
მამარდაშვილი ამჟამად თბილისის დინამოს საკუთრებაა. ახალგაზრდა მეკარე ზაფხულში ვალენსიაში იჯარის წესით გადავიდა, ვალენსიამ კი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებაც დაიტოვა.
თუ ესპანელები ქართველი მეკარის კონტრაქტს ამ წლის ბოლომდე გამოისყიდიან, მაშინ თბილისის დინამოს 800 000 ევრო უნდა გადაუხადონ, ხოლო თუ 2022 წელს – მილიონ ევროზე მეტი.
ჩვენი ინფორმაციით, შემდეგი კვირის ბოლომდე მამარდაშვილი ვალენსიას სრულფასოვანი წევრი გახდება, ესპანური კლუბი კი დინამოს 800 000 ევროს გადაუხდის. კონტრაქტის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა წელს ლა ლიგის 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა: ითამაშა რეალთან, სევილიასთან… დებიუტი ჰქონდა 21 წლის მეკარეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებიც.