▶️ VIDEO აბურჯანიას 5 წუთი და გამარჯვების მომტანი ეფექტური საგოლე გადაცემა

▶️ VIDEO ლობჟანიძის საგოლე გადაცემა და მოპოვებული პენალტი 22 წუთში
დეკემბერი 11, 2021 00:54
🔴 LIVE “კრილია სოვეტოვი” 🆚 “რუბინი” – კვარაცხელია ძირითადშია!
დეკემბერი 11, 2021 14:15

პორტუგალის მე-14 ტურის შეხვედრაში, გიორგი აბურჯანიას “ჟილ ვისენტე” “ფერეირას” დაუპირისპირდა და 1:0 მოუგო.

მატჩი დრამატული გამოდგა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში 95-ე წუთზე, ცვლილებიდან ხუთი წუთის შემოსულმა ქართველმა, ეფექტური საგოლე პასით, ანტოან ლუტეუს გაატანინა, რასაც საფინალო სასტვენიც მოჰყვა.

აბურჯანიას მიმდინარე სეზონში 9 შეხვედრაში ერთი გოლი და ამდენივე საგოლე პასი აქვს გაკეთებული. ის პირველად და ერთადერთხელ წინა ტურში “ფამალიკაოსთან” მოგებულ მატჩში (4:0) გახლდათ სასტარტო თერთმეტეულში.

ჟილ ვისენტე სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

Share