თურქეთის სუპერლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში, საბა ლობჟანიძის “ჰატაისპორი” სტუმრად “ალთაის” დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა.
ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი ქართველმა ფლანგის შემტევმაც შეიტანა. ლობჟანიძე შეხვედრაში 68-ე წუთზე ცვლილებიდან ჩაერთო, თუმცა ეს დრო თავის გამოსაჩენად საკმარისი აღმოჩნდა
76-ე წუთზე სანტ-ლუისს გაატანინა, რითიც ჰატაისპორი დაწინაურდა. უკვე 86-ე წუთზე გუნდს თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოუპოვა – ეს შანსი მამე დიოფმა ვერ გამოიყენა.
ჰატაისპორი სატურნირო ცხრილში 29 ქულით მეორე ადგილს იკავებს.