შავმა ლომმა რუსეთის ჩემპიონი დაამარცხა

VIDEO დავითაშვილის საგოლე მომენტი და ტრავმა ცსკა-სთან
დეკემბერი 11, 2021 18:32
🔴 LIVE “როსტოვი” 🆚 “ურალი” – გაგნიძე სასტარტოშია!
დეკემბერი 11, 2021 19:51

რაგბი ევროპის სუპერთასის მეექვსე ტურის შეხვედრაში პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი “შავი ლომი” რუსეთის მოქმედ ჩემპიონს, რუსული რაგბის გრანდს, კრასნოიარსკის “ენისეის” დაუპირისპირდა და მიმდინარე ტურნირზე მესამე გამარჯვებაც მოიპოვა.

შეხვედრა “შავი ლომის” უპირატესობით დაიწყო. შერკინებაში მოპოვებული ჯარიმა სამ ქულაში გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა. დღევანდელ შეხვედრაში, წინა მატჩებისგან განსხვავებით, საკმაოდ კარგი იყო რაქები და ქართველმა მორაგბეებმა რამდენიმე თერნოვერიც გააკეთეს. საბოლოოდ, მეტოქის ხუთმეტრიანში მოგებული შერკინების შემდეგ, პერანიძემ ბურთი ხაზზე გაიტანა. უკანა ხაზზე დიდი უპირატესობა შევქმენით და სანდრო თოდუამ ლელო გაიტანა.

პირველ ნახევარში გიორგი ბაბუნაშვილმა ერთი საჯარიმო დაარტყმაც შეასრულა, რომელსაც “ენისეიმ” რამილ გაისინის ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმით უპასუხა და ტაიმიც ასე დამთავრდა -11:6

მეორე ნახევარში ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დიდი უპირატესობა მოიპოვა. ლელო შალვა მამუკაშვილმა დაამიწა, რასაც გიორგი ბაბუნაშვილმა 1 ზუსტი გარდასახვა და სამი ზუსტი საჯარიმო დარტყმაც მიაყოლა.

“ენისეისგან” კი, ლელოები ფრიდლე ულიფიემ და დავით მესხმა გაიტანეს, რომლებიც რამილ გაისინმა გარდასახა.

საბოლოოდ, 27:20 “შავი ლომის” სასარგებლდ და პირველმა ქართულმა პროფესიონალურმა ფრენჩაიზმა “რაგბი ევროპის სუპერთასზე” მესამე გამარჯვება მოიპოვა.


 

Share