VIDEO დავითაშვილმა ტრავმაზე ისაუბრა, კლუბმა კი მსაჯობა გაასაჩივრა

ფეხბურთი თუ მაფიოზური გარჩევა ? 🔥სიცილიური დერბი 🇮🇹 კატანია – პალერმო
დეკემბერი 12, 2021 12:42
VIDEO 10 წლის შემდეგ, გაგრა ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
დეკემბერი 12, 2021 15:01

რუსეთის პრემიერლიგის მორიგ ტურში გუშინ, 11 დეკემბერს, ზურიკო დავითაშვილის ტულას არსენალი სტუმრად მოსკოვის ცსკა-ს დაუპირისპირდა.

დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა მატჩის 42-ე წუთზე შესაცვლელი გახდა: მიზეზი ტრავმაა, რომელიც ფეხბურთელმა საგოლე მომენტის დროს მიიღო.

მატჩის დასრულების შემდეგ დავითაშვილმა კომენტარი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მატჩის დროს -12 გრადუსი იყო და შანსი იყო, შეხვედრა გადადებულიყო, თუმცა მაინც შედგა.

დავითაშვილმა კი ეს თქვა: “მატჩი არ უნდა ჩატარებულიყო? არ ვიცი, ჩვენთვის არაფერი უთქვამთ. ვიცოდით, რომ სიცივე იქნებოდა – ასეთ ამინდში თამაში რთულია. ალბათ, სჯობდა, გადადებულიყო და გაზაფხულს გვეთამაშა, მაგრამ ტრავმა ამინდთან არაფერ შუაშია. დიაგნოზი არ ვიცი, ექიმებს ჯერ არაფერი უთქვამთ”.

მომენტმა, სადაც დავითაშვილმა ტრავმა მიიღო, უკმაყოფილება გამოიწვია სტუმართა გუნდში. არსენალში თვლიან, რომ იმ მომენტში დავითაშვილზე ფერნანდესი წესებს არღვევდა, პენალტი უნდა დანიშნულიყო, ხოლო ფეხბურთელი გაძევებას იმსახურებდა.

რუსულმა კლუბმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ არსენალი მსაჯობას ასაჩივრებს.

Share