მოსალოდნელი ტრანსფერი თუ ფეხბურთელის დასჯა? – ჩაკვეტაძე ისევ განაცხადს მიღმაა

▶️VIDEO გინება და ბოთლების სროლა-დაპირისპირება ფოთში
დეკემბერი 12, 2021 00:44
ფეხბურთი თუ მაფიოზური გარჩევა ? 🔥სიცილიური დერბი 🇮🇹 კატანია – პალერმო
დეკემბერი 12, 2021 12:42

ბელგიის რანგით უმაღლეს საფეხბურთო ჩემპიონატში, “იუპილერ ლიგაში” დღეს მნიშვნელოვანი დაპირისპირება გაიმართება. ერთმანეთს ბოლო წლების ორი გამორჩეული გუნდი “გენტი “და “გენკი” დაუპირისპირდებიან.

გენტმა წინასამატჩო განაცხადი გამოაქვეყნა და იქ, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ გიორგი ჩაკვეტაძეს.

ჩაკვეტაძე ბელგიური კლუბის ღირსებას 2018 წლიდან იცავს, საუკეთესო სეზონიც ამავე წელს, 2018/19 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც ახალგაზრდა შემტევმა ნახევარმცველმა 23 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა ხუთშაბათს ესტონური “ფლორას” წინააღმდეგ 70 წუთი ითამაშა, საკმაოდ კარგადაც, თუმცა, როგორც ჩანს, მთავარ მწვრთნელს ჩაკვეტაძის თამაში არ მოეწონა და კვლავ სამატჩო განაცხადს მიღმა დატოვა.

ჩაკვეტაძე ესტონურ “ფლორასთან” თამაშამდე სამატჩო განაცხადში ზედიზედ სამი მატჩი ვერ ხვდებოდა. როგორც გენტის მთავარი მწვრთნელი ვანჰაზერბურკი აცხადებდა, ქართველ ფეხბურთელს მოტივაციის ნაკლებობა ჰქონდა, რის გამოც ვარჯიშებზე შესაძლებლობის  მაქსიმუმს ვერ აჩვენებდა და სწორედ ეს იყო მიზეზი მისი განაცხადში არყოფნის.

ესტონურ “ფლორასთან” თამაშში საქმე სულ სხვაგვარად იყო, შესაძლოა ქართველ ფეხბურთელს კარიერის საუკეთესო მატჩი არ ჰქონია, მაგრამ მისი მხრიდან იგრძნობოდა თამაშის და გუნდის დახმარების სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩაკვეტაძემ ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე გადაცემა შეასრულა, იმ 70 წუთში, რომელიც მან მოედანზე გაატარა, ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

იმ მოცემულობიდან და მომხდარი მოვლენებიდან გამომდინარე, რომლებსმაც ბოლო კვირებში ვხედავთ, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ იანვარში ქართველ ფეხბურთელს ახალ გუნდში ვიხილავთ. ბელგიაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა პირველ იანვარს იხსნება და 31 იანვრამდე გაგრძელდება.

“გენტისა” და “გენკის” დაპირისპირება დღეს 21:30 წუთზე დაიწყება.

Share