VIDEO 10 წლის შემდეგ, გაგრა ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

VIDEO დავითაშვილმა ტრავმაზე ისაუბრა, კლუბმა კი მსაჯობა გაასაჩივრა
დეკემბერი 12, 2021 14:25
▶️ VIDEO/მომენტები – ლუკა გაგნიძე 🆚 “როსტოვი”
დეკემბერი 12, 2021 15:10

დღეს, თბილისში, ზესტაფონის საწრვთნელ ბაზაზე ეროვნული ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა საფეხბურთო კლუბ “გაგრასა” და ქობულეთის “შუქურას” შორის.

პირველი მატჩი ქობულეთში, “ჩელე არენაზე” ფრედ 0-0 დასრულდა, დღეს კი “გაგრას” ფეხბურთელებმა მეტოქის დამარცხება თამაზ მაქაცარიას ერთადერთი გოლის წყალობით მოახერხეს – მაქაცარიამ მატჩის ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე გაიტანა.

“გაგრა” ეროვნულ ლიგაში დასაწინაურებლად დიდი ხანია იბრძვის, გასული სეზონის პლეი-ოფში “გაგრას” ქუთაისის “ტორპედო” გადაეღობა ეროვნულ ლიგაში მიმავალ გზაზე, პლეი-ოფის ორმატჩიან დუელში ქუთაისელებმა “გაგრა”  3-1 დაამარცხეს.

საფეხბურთო კლუბმა “გაგრამ” მიმდინარე სეზონში უეფას ახლად შექმნის კონფერენსლიგაზეც იასპარეზა, გუნდი ახლად შექმნილ ტურნირზე საქართველოს თასის მფლობელის სტატუსით მოხვდა.

”გაგრამ” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი 2020 წლის 4 დეკემბერს გორში, წყალტუბოს “სამგურალთან” დრამატულ შეხვედრაში მოიპოვა.

კონფერენსლიგას ქართული გუნდი პირველ ეტაპზე გამოეთიშა – “გაგრას” მეტოქე მონტენეგროს წარმომადგენელი, “სუტიესკა” იყო, პირველი მატჩი მონტენეგროში 1-0 დასრულდა, თბილისში გამართული შეხვედრა კი 1-1, ქართული გუნდის შემადგენლობიდან გოლი, მაშინაც თამაზ მაქაცარიამ გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ “გაგრა” , ეროვნულ ლიგაში ბოლოს 2011/12 წლების სეზონში ასპარეზობდა. მაშინ ორ წრედ გამართულ 12-გუნდიან ჩემპიონატში გაგრელებმა 21 ქულა დააგროვეს, ჩემპიონატი მე-11 ადგილზე დაასრულეს და საქართველოს პირველ ლიგაში გადაინაცვლეს.

Share