ფეხბურთი თუ მაფიოზური გარჩევა ? 🔥სიცილიური დერბი 🇮🇹 კატანია – პალერმო

მოსალოდნელი ტრანსფერი თუ ფეხბურთელის დასჯა? – ჩაკვეტაძე ისევ განაცხადს მიღმაა
დეკემბერი 12, 2021 12:33
VIDEO დავითაშვილმა ტრავმაზე ისაუბრა, კლუბმა კი მსაჯობა გაასაჩივრა
დეკემბერი 12, 2021 14:25
შემთხვევას რომელსაც ამ წერილში გავიხსენებთ 2007 წლის 2 თებერვალს მოხდა, იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში ერთმანეთს ორი მტრულად განწყობილი კლუბი, ”კატანია” 🔵🔴 და ”პალერმო” 🟣 უპირისპირდებოდნენ, მატჩი თავდაპირველად 4 თებერვალს, 15:00 საათზე დანიშნეს, ვინაიდან დღის შუქზე შედარებით მარტივი ყოფილიყო სამართლდამცავებისთვის გულშემატკივართა კონტროლი, თუმცა კატანიაში 4 თებერვალს წმინდა აგადას დღესასწაული იყო და ვინაიდან ფეხბურთისთვის არავის ეცალა მატჩიც 2 დღით ადრე გადაიტანეს, სამუშაო დღის გამო კი მატჩის გამართვა 18:00 საათზე გადაწყდა.
მატჩი ”პალერმოს” ტიფოზების გარეშე დაიწყო, ისინი ტრიბუნაზე დაახლოებით 30 წუთის შემდეგ გამოჩნდნენ, ამის მიზეზი კი კარაბინერების მიერ მათი ჩხრეკა იყო, მატჩის 50-ე წუთზე ”პალერმო” ანდრეა კარაჩოლომ დააწინაურა, სიხარულით გადარეულმა სიცილიელებმა მოედანზე პეტარდები შეყარეს, აფეთქებდნენ ხელნაკეთ ბომბებს და სტადიონ ”ანჯელო მასიმინოზე” ნამდვილი ჯოჯოხეთი დაატრიალეს, მათ დასაშოშმინებლად კარაბინერებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, 10 წუთის შემდეგ კი მატჩი შეწყდა, ვინაიდან გაზმა მოედნამდე მიაღწია და ის ფეხბურთელებზეც მოქმედებდა, მატჩი ცარიელი ტრიბუნების წინ გაგრძელდა, საბოლოოდ ”პალერმომ” მოსისხლე მტერი ”კატანია” მათსავე მოედანზე 2:1 დაამარცხა, რაზეც უკვე ”კატანიას” ტიფოზები გადაირიენ, აქაოდა რომ არა ცარიელი ტრიბუნები ჩვენ გუნდს მოვაგებინებდითო და მათ იერიში ”პალერმოს” ფანებსა და კარაბინერებზე მიიტანეს, ლურჯ-წითლებმა პოლიციელები ალყაში მოაქციეს და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაპირისპირების დროს მძიმედ დაშავდა პოლიციელი რაკიტი, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, მიზეზად კი ღვიძლის დაზიანება დასახელდა.
1 კვირის შემდეგ ”კატანიას” ხულიგნებმა უკვე სამოყვარული ლიგის ოფიციალური პირი, ერმანო ლეკური შეიწირეს, რომელსაც თავს დაესხნენ და სიკვდილამდე სცემეს…. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ქვეყანაში გასამართი ყველა საფეხბურთო ღონისძიება გააუქმა და მკაცრად დაგმო საფეხბურთო ხულიგნობა, საფეხბურთო კლუბ ”კატანიას” მფლობელმა ანტონინო პულვირეტიმ კლუბის დატოვება გადაწყვიტა, მისი თქმით კატანიაში ფეხბურთის თამაში შეუძლებელი იყო, სეზონის ბოლომდე იტალიაში ყველა მატჩი დღის შუქზე იმართებოდა, ახალი სეზონის გახსნას სადაც ”კატანია” შინ ”ჯენოას” მასპინძლობდა გარდაცვლილი პოლიციელის რაკიტის ქვრივი მარიზა გრასო დაესწრო, მატჩი კი წუთიერი დუმილით დაიწყო.
აღნიშნული ორი გუნდის დაპირისპირება, აპენინებზე ერთ-ერთი მთავარი დერბია, გარდა ორივე კლუბის აგრესიული ტიფოზების შეტაკებებისა, მატჩს ის ინტრიგაც ახლავს რომ კუნძულ სიცილიაზე არსებული 2 ყველაზე ცნობილი მაფიოზური დაჯგუფებები სწორედ ამ ორი კლუბის გულშემატკივრები  არიან, გავიხსენოთ 2009 წლის, 1 მარტი, როდესაც ”კატანიამ” მოსისხლე მტერი ”პალერმო” სტუმრად მათსავე ”რენცო ბარბერაზე” 4:0 გაანადგურა, წაგებით განაწყენებულმა ”პალერმოს” ტიფოზმა კი პირდაპირ მატჩის მიმდინარეობისას გაუხსნა ცეცხლი სტუმართა ფან სექტორს და 5-მდე ფანი დაჭრა.
დღეს ორივე კლუბს მძიმე დროება უდგას და იტალიის რანგით მესამე ლიგის ერთ-ერთი ჯგუფში არიან, თუმცა მათ შეხვედრას არასდროს აკლია ინტრიგა და დაძაბულობა, ”პალერმო” სერია ბ-ში ასასვლელად იბრძვის, დღეს კიწინა სეზონის მსგავსად,  მეტოქის კედლებში მოგებას ეცდება.
Share