დრამატული მატჩი და ტორპედოს საოცარი ქამბექი

▶️ VIDEO სეზონში მესამე გოლი – არაბულმა პაოკს გაუტანა
დეკემბერი 12, 2021 19:41
VIDEO/ექსკლუზივი: “მოქალაქეობა სფფ-მ შემომთავაზა…” – ჯოვინოს კომენტარი
დეკემბერი 12, 2021 23:15

“ქუთათურ მზეს ვფიცავთ გავიტანთ გოლს”-დაიფიცეს, საოცარი ქამბექი დადეს და “ტორპედო” მომავალ სეზონში, ისევ ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში ითამაშებს.

პლეი-აუტის პირველი მატჩი მარტვილის “მერანს” მარტვილში 2:0 ჰქონდა მოგებული და დღევანდელ მატჩს ცოტნე მონიავას გაწვრთნილი გუნდი სოლიდური ჰანდიკაპით შეხვდა. ქუთაისელმა გულშემატკივარმა რამაზ შენგელიას სახელობი სტადიონზე ისეთი მაგარი ატმოსფერო შექმნეს, რომ მოედანზე “ტორპედოს” მაისურით გამოსულ ფეხბურთელებს არ ჰქონდათ უფლება ყველაფერი არ გაეღოთ გამარჯვებისთვის.

გია ცეცაძის გუნდი თავიდანვე უდიდეს სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა, მარტვილელები კი, მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ, არანაირი კონტრთამაში არ ჰქონიათ და ამისთვის დაისაჯნენ კიდეც. პირველ ნახევარში “ტორპედოდან” ფაადდი ზიდანს და ვაჟა ტაბატაძეს ჰქონდათ გატანის შანსი, მაგრამ პალესტინელის დარტყმა ხარიხას მოხვდა, ტაბატაძის დარტყმული კი, გარედან მოხვდა გიორგი ბეგაშვილის კარს.

მეორე ნახევარში “ტორპედომ” მოუმატა და მარტვილელებმაც ვეღარ გაუძლეს. თორნიკე ახვლედიანი საჯარიმოში  საეჭვოდ წაიქცა და შეხვედრის მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა ძალიან საეჭვო პენალტი დანიშნა. 11-მეტრიანი ნიშნულიდნან მათე ცინცაძემ გაიტანა. ამის შემდეგ, “მერანმაც” გაიბრძოლა და მარტვილელებს რამდენიმე შანსიც ჰქონდათ, მაგრამ მათი გუნდის მალელი ბომბარდირი შეიკნე სილა ბოლო მომენტში ძალიან ბევრს ცოდავდა. ქუთაისელებმა ბოლოს გარისკეს და ალიკ მუდიმუმ თავისი გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითებისგან იხსნა.

მატჩის ბოლო წამებზე შეიკნე სილას შეეძლო მატჩში ყველაფერი დაესრულებუნა, მაგრამ მალელმა ისევ ძალიან ცუდად იმოქმედდა და საბოლოოდ მატჩი დამატებით დროში გადავიდა.

დამატებით დროში კი, “ტორპედომ” მესამეჯერაც აიღო მარტვილელთა კარი. ქუთაისის გმირად თორნიკე ახვლედიანი იქცა.

საბოლოოდ, 3:0 და “”ტორპედომ” საოცარი ქამბექით ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

 

 

Share