გოლი ცვლილებიდან – აბუაშვილმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა

ლომინაძე კრასნოდარში? – კიდევ ერთი ქართველი რუსეთში ?
დეკემბერი 13, 2021 12:57
მიკოლა კოვტალიუკი ეროვნულ ლიგაში?
დეკემბერი 13, 2021 14:04

პორტუგალიის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ჩრდილოეთ ზონის მე-17 ტურის შეხვედრაში, “პორტოს” ახალგაზრდულმა გუნდი “ჟილ ვისენტეს” ესტუმრა და დიდი ანგარიშით 6:0 დაამარცხა.

ჩემპიონატის წინა დაპირისპირებასთან განსხვავებით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი სათადარიგო სკამზე გახლდათ.

აბუაშვილი, მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა, სულ რაღაც ექვს წუთში თავისი გოლიც გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (6:0).

18 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონატის წინა ტურის შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. შუა კვირაში კი მას ასევე ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის “ატლეტიკოსთან” ჰქონდა დებიუტი.

Share