მიკოლა კოვტალიუკი ეროვნულ ლიგაში?

გოლი ცვლილებიდან – აბუაშვილმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა
დეკემბერი 13, 2021 13:55
დავითაძის ბრინჯაო და ვერცხლი მსოფლიოზე
დეკემბერი 13, 2021 17:55

2020 წლის CRYSTALBET ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, მიკოლა კოვტალიუკი შესაძლოა ისევ საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდეს.

უკრაინელ თავდამსხმელი ამჟამად ყაზახური “აკჟაიკის” ფეხბურთელია და ამ კლუბთან კონტრაქტი წლის ბოლომდე აკავშირებს. შესაბამისად არსებობს იმის ალბათობა, რომ ფეხბურთელმა ახალი წლიდან მომზადება ახალ გუნდში დაიწყოს.

26 წლის შემტევმა QOMAGEBI.GE-ს დაგვიდასტურა, რომ ქართული გუნდებისგან არსებობს ინტერესი და საქართველოში დაბრუნების მზაობაც გამოთქვა.

კოვტალიუკი -” ამ ეტაპზე კონკრეტულ გუნდებს ვერ დავასახელებ. ინტერესი ნამდვილად არის და მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში დაბრუნების წინააღმდეგი არ ვარ.”

უკრაინელს, საქართველოს ჩემპიონატის 79 შეხვედრაში 44 გოლი აქვს გატანილი.

Share