“ქუთაისს ახალი სტადიონი სჭირდება” – შოთა არველაძე

[ექსკლუზივი] “ვფიქრობ, ევროპაში სათამაშოდ მზად ვარ” – ინტერვიუ ირაკლი აზაროვთან
დეკემბერი 13, 2021 21:20
ეთზებეტი, მაქქოუ, კარტერი და გორგოძე- გორგოძილა ლეგენდების გვერდით
დეკემბერი 13, 2021 23:21

გუშინ, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ათასობით გულშემატკივრის წინაშე ქუთაისის “ტორპედომ” ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

მიუხედავად მარტვილის “მერანთან” პირველ შეხვედრაში (0:2) განცდილი მარცხისა, ქუთაისელებმა ძირითად დროში “მერანს” ორი უპასუხო გოლი გაუტანეს, რითაც მატჩი დამატებით დროში გადავიდა, ხოლო დამატებითი დროის 102-ე წუთზე თორნიკე ახვლედიანის გოლით მატჩის საბოლოო წერტილი დასვეს და ქართული ფეხბურთის ელიტაში დარჩნენ.

ქუთაისის “ტორპედოს” ეროვნულ ლიგაში დარჩენას გამოეხმაურა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი შოთა არველაძე. არველაძემ ქუთაისის “ტორპედოს” ადგილის შენარჩუნება  ფეისბუქ პოსტის საშუალებით მიულოცა და ასევე  აღნიშნა, რომ ქუთაისს მსგავსად ბათუმისა ახალი სტადიონი სჭირდება.

“ეს მნიშვნელოვანი და კარგი ტრადიციაა და მიხარია, რომ ამას ქართული გუნდიც ამკვიდრებს. გადამწყვეტი და ემოციური თამაშის წაგების შემდეგ, როცა გუნდი ახერხებს და საკუთარ თავში ამის ძალას პოულობს დასაფასებელია. მთელ რიგ საკითხებში ნორმად მივიჩნევთ იმას, რაც არანორმალურია და კარგია, რომ რაღაც პირიქითაც ხდება და მსგავსი ფაქტებით კარგი მაგალითები ჩნდება. მადლობა და წარმატებები მერანი! ტორპედოს ვულოცავ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას. ბათუმის მსგავსად, ამ ქალაქსაც ახალი სტადიონი სჭირდება!”, – წერს არველაძე.

Share