[ექსკლუზივი] “ბასილაშვილი სეზონისთვის ჯოკოვიჩთან ერთად ემზადება”

▶️ VIDEO წიტაიშვილის გოლი მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში
დეკემბერი 13, 2021 19:38
[ექსკლუზივი] “ვფიქრობ, ევროპაში სათამაშოდ მზად ვარ” – ინტერვიუ ირაკლი აზაროვთან
დეკემბერი 13, 2021 21:20

2022 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს საჩოგბურთო ნაკრები ATP Cup-ზე მიიღებს მონაწილეობას.

ATP Cup 2020 წელს შექმნილი სანაკრებო საჩოგბურთო ტურნირია, რომელზეც ნაკრებები მათი საუკეთესო ჩოგბურთელის რეიტინგის მიხედვით კვალიფიცირდებიან. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 22-ე ნომერია, აქედან გამომდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.

წილისყრის შედეგად ჩვენი ნაკრების მეტოქეები არგენტინის, პოლონეთისა და საბერძნეთის ნაკრებები იქნებიან. შეხვედრები პირველ, სამ და ხუთ იანვარს გაიმართება.

საქართველოს სახელით ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში, საბა ფურცელაძე და ზურაბ ტყემალაძე იასპარეზებენ.

მოახლოვებულ ტურნირთან დაკავშირებით Qomagebi.Ge-მ ნაკრების კაპიტან დავით კვერნაძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ჩვენთან საუბრისას კვერნაძემ აღნიშნა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირისთვის სერბეთში ნოვაკ ჯოკოვიჩთან ერთად ემზადება.

“ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად იმყოფება სერბეთში. სეზონისთვის ის ნოვაკ ჯოკოვოჩთან ერთად  ემზადება, შესაბამისად ველოდებით, რომ ნიკოლოზი სეზონს ძალიან კარგ ფორმაში შეხვდება. იქიდან გამომდინარე როგორ შესანიშნავ აკორდზეც დაასრულა 2021 წელი, ვიმედოვნებ, რომ ნიკოლოზი ეროვნულ ნაკრებში შესანიშნავ ფორმაში და 100% მოტივირებული იასპარეზებს”, განაცხადა კვერნაძემ.

კვერნაძესთან ვრცელ ინტერვიუს მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ.

Share