დავითაძის ბრინჯაო და ვერცხლი მსოფლიოზე

მიკოლა კოვტალიუკი ეროვნულ ლიგაში?
დეკემბერი 13, 2021 14:04
▶️ VIDEO წიტაიშვილის გოლი მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში
დეკემბერი 13, 2021 19:38

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გრძელდება ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი. დღეს, შეჯიბრი -89 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გაიმართა და ფიცარნაგზე საქართველოს სახელით რევაზ დავითაძე წარდგა.

დავითაძემ ატაცში სამივე მისვლა წარმატებით გამოიყენა 165/168/171 და პირველი მოძრაობა ვერცხლის მედლით დაასრულა. იგი მხოლოდ სომეხ ანდრანიკ კარაპეტიანს ჩამორჩა.

აკვრაში 195 და 199 კილოგრამი დაძლია.

ორჭიდის ჯამში ქართველმა 370 კილოგრამი დააფიქსირა და ბრინჯაოს მედალი აიღო.

Share