ლომინაძე კრასნოდარში? – კიდევ ერთი ქართველი რუსეთში ?

VIDEO/ექსკლუზივი: “მოქალაქეობა სფფ-მ შემომთავაზა…” – ჯოვინოს კომენტარი
დეკემბერი 12, 2021 23:15
გოლი ცვლილებიდან – აბუაშვილმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა
დეკემბერი 13, 2021 13:55

რუსული Match Premier ის ეთერში, წამყვანმა ალექსანდრ პოიდამ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, საუბარია თბილისის “დინამოს” ახალგაზრდა ფეხბურთელის, ნოდარ ლომინაძის შესაძლო ტრანსფერზე რუსულ “კრასნოდარში”.

ამ თემაზე საუბრისას ინფორმაცია დაადასტურა ქართველმა საფეხბურთო ექსპერტმა ბესიკ თედორაძემ.

“1,94 სიმაღლის საყრდენი ნახევარმცველია, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ცენტრალურ მცველადაც შეუძლია თამაში, ტექნიკის მხრივ არაფერი დაეწუნება, ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია და სამომავლოდ კარგი შენაძენი იქნება “კრასნოდარისთვის”.

“რატომ სურთ რუსულ კლუბებს ამდენი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი? მათი დონე გაიზარდა, ჩვენ დავამარცხეთ ინგლისის ნაკრები, ჩვენმა ფეხბურთელებმა ბევრად უკეთ ითამაშეს, ძალიან ბევრი კარგი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს”

“რას იძახიან საქართველოში ხვიჩაზე?მათ არ სწყინთ, რომ მან არ დატოვა “რუბინი”. კვარაცხელია ისეთი მოთამაშეა, ნებისმიერ ჩემპიონატში, ნებისმიერ გუნდში თამაშის შესაძლებლობა აქვს.” – განაცხადა თედორაძემ Match Premier – ის ეთერში.

ნოდარ ლომინაძე 19 წლის საყრდენი ნახევარმცველია, იგი თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია, გასულ სეზონში კი სტაბილურად ხვდებოდა პირველი გუნდის სამატჩო განაცხადში.

 

 

 

Share