ეთზებეტი, მაქქოუ, კარტერი და გორგოძე- გორგოძილა ლეგენდების გვერდით

“ქუთაისს ახალი სტადიონი სჭირდება” – შოთა არველაძე
დეკემბერი 13, 2021 22:12
▶️ VIDEO ნიკა კაჭარავამ “დოქსასთან” ორი პენალტი გამოიმუშავა
დეკემბერი 14, 2021 00:04

ლეგენდარული ქართველი მორაგბის კიდევ ერთი აღიარება. მამუკა გორგოძე ავტორიტეტულმა სარაგბო გამოცემამ Rugbypass-მა დიდების დარბაზში შეიყვანა. გამოცემამ რვა ნომრის პოზიციაზე 12 მორაგბე გამოარჩია, რომელთა შორისაც გულშემატკივრებმა ქართველი “გორგოძილა” გამოარჩიეს.

გამოცემა ყველა დროის საუკეთესო 15-ეულს არჩევს, რომელსაც  გამოკითხვის შედეგად ქომაგები ირჩევენ და 10 უკვე შერჩეულია.

ერთადერთი ევროპელი და არა ზელანდიელი, არა აფრიკელი, “ბორჯღალოსნების” ყოფილი კაპიტანია. მამუკა გორგოძე ისეთი ლეგენდარული მორაგბეების გვერდითაა, როგორებიც: ებენ ეთზებეტი, რიჩი მააქოუ, დენ კარტერი და სხვები არიან.

შეგახსენებთ, მამუკა გორგოძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 75 შეხვედრა ჩაატარა და 27 ლელო დაამიწა.

Share