საქართველოს ფუტსალის ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება

შოთა არველაძის უარი თურქებს – მიზანია ბრიტანეთია?
დეკემბერი 14, 2021 13:00
“ჯგუფიდან თუ ვერ გავედით, წარუმატებლობა იქნება” – ავთანდილ ასათიანი
დეკემბერი 14, 2021 16:12

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 16 და 18 დეკემბერს ჩვენი გუნდი სერბეთს დაუპირისპირდება, 21-22 დეკემბერს კი, საქართველოს ნაკრების მეტოქე ყირგიზეთი იქნება.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა უახლოესი მატჩებისთვის მზადება უკვე დაიწყო. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით ამხანაგური შეხვედრებისთვის 17 მოთამაშე მოემზადება. ტრავმის გამო ეროვნულ გუნდს შაგინია და ვახტანგ ჯვარაშვილი ვერ დაეხმარებიან. 14 დეკემბერს 17:30 საათზე საქართველოს ნაკრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ღია ვარჯიშს გამართავს.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: ჯანიკო გიორგაია (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ბრუნო პეტრო (ხაენი, ესპანეთი),თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ქურდაძე (დინამო, გროდნო, ბელარუსი), გიორგი ზუნტუროვი (პსპ, თბილისი, საქართველო)

ოთხივე ამხანაგურ შეხვედრას თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით მატჩებზე დარბაზის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება.

ამხანაგური მატჩების განრიგი

16-18 დეკემბერი | 18:00 | თბილისის ოლიმპიური სასახლე

საქართველო – სერბეთი

21-22 დეკემბერი | 18:00 | თბილისის ოლიმპიური სასახლე

​საქართველი – ყირგიზეთი

Share