“ჯგუფიდან თუ ვერ გავედით, წარუმატებლობა იქნება” – ავთანდილ ასათიანი

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება
დეკემბერი 14, 2021 15:05
“ვეცდებით, საქართველო ამაყად წარმოვაჩინოთ მსოფლიო ჩოგბურთის რუკაზე” – ინტერვიუ კაპიტანთან
დეკემბერი 14, 2021 16:45

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე დეკემბერში 4 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩვენი გუნდი სერბეთისა და ყირგიზეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სერბეთთან საქართველოს ნაკრები ორ შეხვედრას 16 და 18 დეკემბერს გამართავს. ყირგიზეთთან კი 21-22 დეკემბერს ვითამაშებთ.

მატჩებს დარბაზის ტევადობის მიხედვით გულშემატკივართა 33% დაესწრება.

მატჩების წინ, Qomagebi.ge საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ავთანდილ ასათიანს ესაუბრა.

“ჩვენთვის მთავარი საფიქრალი მოახლოებული ევროპის ჩემპიონატი და მასზე წარმატებული გამოსვლაა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ტურნირს კარგ ფორმაში შევხვდეთ. სწორედ, ამიტომ სპარინგ პარტნიორთან ფუტსალის გრანდი სერბეთის ნაკრები ავირჩიეთ, რომელთანაც კარგად შეგვეძლება ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეების გაანალიზება. იგივეს ვიტყვი ყირგიზეთზეც.

სამწუხაროდ, მოახლოებულ მატჩებში რამდენიმე ლიდერი არ გვეყოლება: სიმი საიოტი, ბინიო, შაგინია, ჯვარაშვილი. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ სპარინგ მატჩებში ოპტიმალური შემადგენლობის გამოცდის საშუალება არ გვექნება, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით ეს მატჩები 100 %-ით გამოვიყენოთ. მომავალ მატჩებში, არსებული რესურსიდან გამომდინარე, ერთგვერად ორი 5-ეულით ვითამაშებთ ხოლმე.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს. რომ ვთქვა ჩემპიონობაა ჩვენი მიზანი-მეთქი, არასერიოზული იქნება, მაგრამ პროგრამა მინიმუმი ჯგუფიდან გასვლა იქნება. ამ ჯგუფიდან თუ ვერ გავედით, ჩავთვლით, რომ ეს ტურნირი ჩვენთვის წარუმატებელი იყო,” – თქვა ავთანდილ ასათიანმა

Share