16-ში წილისყრაა: რა უნდა ვიცოდეთ ერთა ლიგის 2022 წლის გათამაშებაზე

ნაგლიაშვილის ზედიზედ მეორე გამარჯვება – ქართველი მებრძოლი UFC-სკენ მიიწევს
დეკემბერი 14, 2021 03:19
შოთა არველაძის უარი თურქებს – მიზანია ბრიტანეთია?
დეკემბერი 14, 2021 13:00

2021 წლის 16 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების გათამაშების წილისყრა.

შესაბამისად, სწორედ 16 დეკემბერს გვეცოდინება იმ ნაკრებების ვინაობა, რომლებიც ერთა ლიგის ჩ დივიზიონში საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრები წილისყრის წინ ერთა ლიგის ჩ დივიზიონში მესამე კალათაში იმყოფება, სავარაუდო მეტოქეების სია კი ასე გამოიყურება.

I კალათა: თურქეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ჩრდ. ირლანდია.

II კალათა: საბერძნეთი, ბელარუსი, ლუქსემბურგი, ჩრდ. მაკედონია.

III კალათა: ლიეტუვა, საქართველო, აზერბაიჯანი, კოსოვო.

IV კალათა: ყაზახეთი/მოლდოვა, კვიპროსი/ესტონეთი, გიბრალტარი, ფარერები.

საქართველოს ნაკრები ჯგუფის მოგების შემთხვევაში ავტომატურად გაინაღდებს B დივიზიონის საგზურს. გათამაშება გასვლა/სახლის პრინციპით ორ წრედ წარიმართება, ცნობილია ერთა ლიგისთვის გამოყოფილი სანაკრებო პაუზებიც.

პირველი ტური || 2-4 ივნისი

მეორე ტური || 5-8 ივნისი

მესამე ტური || 8-11 ივნისი

მეოთხე ტური || 12-14 ივნისი

მეხუთე ტური || 22-24 სექტემბერი

მეექვსე ტური || 25-27 სექტემბერი

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს გამართული ერთა ლიგის ჯგუფის გამარჯვებულებს პლეი–ოფის გზით შანსი ჰქონდათ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ეასპარეზათ, ხოლო რა გზით მოხვდებიან მოახლოებული ტურნირიდან ნაკრებები 2024 წელს დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე, ამას უეფა 2022 წლის ივნისში გვამცნობს.

საქართველოს ნაკრების სტატისტიკა ერთა ლიგაზე საკმაოდ შთამბეჭდავია: ჯვაროსნებმა 12 გამართულ შეხვედრაში 6-ჯერ მოიგეს, 5 მატჩი ფრედ დაასრულეს, ერთ შეხვედრაში კი დამარცხდნენ.

Share