ნაგლიაშვილის ზედიზედ მეორე გამარჯვება – ქართველი მებრძოლი UFC-სკენ მიიწევს

▶️ VIDEO ნიკა კაჭარავამ “დოქსასთან” ორი პენალტი გამოიმუშავა
დეკემბერი 14, 2021 00:04
16-ში წილისყრაა: რა უნდა ვიცოდეთ ერთა ლიგის 2022 წლის გათამაშებაზე
დეკემბერი 14, 2021 03:29

11 დეკემბერს Flex Flight Series ეგიდით გამართულ MMA ბრძოლაში, ქართველმა მებრძოლმა თორნიკე ნაგლიაშვილმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ნაგლიაშვილის მეტოქე ამერიკელი მებრძოლი ჯონ ჰანქოქი იყო. შეხვედრა ქართველმა ფალავანმა  3 რაუნდის შემდეგ მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო.

თორნიკე ნაგლიაშვილი 25 წლის ქართველი მებრძოლია, რომელსაც MMA-ში დებიუტი 2021 წლის 5 ნოემბერს, კრისტოფერ ნუმას წინააღდმეგ ჰქონდა. მაშინ ქართველმა მებრძოლმა მეტოქის დამარცხება 1 წუთსა და 27 წამში შეძლო.

ნაგლიაშვილი ქართველ გულშემატკივარს შესაძლოა როგორც ძიუდოისტი ისე ახსოვდეს. ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი საკმაოდ წარმატებით ასპარეზობდა სხვადასხვა ტურნირებზე.

ნაგლიაშვილს 2015  წელს მოგებული აქვს ათენში გამართული ახალგაზრდული ევროპის თასი (-60 კგ ), ასევე გამარჯვებით დაასრულა 2018 წელს ზაარბრიუკებში გამართული ევროპის თასი, (-66 კგ) 2015 და 2016 წლებში კი ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატებზე ბრინჯაოს და ვერცხლის მედლებს დაეუფლა.

Share