შოთა არველაძის უარი თურქებს – მიზანია ბრიტანეთია?

16-ში წილისყრაა: რა უნდა ვიცოდეთ ერთა ლიგის 2022 წლის გათამაშებაზე
დეკემბერი 14, 2021 03:29
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება
დეკემბერი 14, 2021 15:05

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა, საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, რომელიც უზბეკური “ფახთაქორიდან” წამოსვლის შემდეგ უმუშევარია, თურქულ “ქარაგიუმრუქს” უარი უთხრა.

თურქული გამოცემა იუწყება, რომ შოთა არველაძეს “ქარაგიუმრუქის” მწვრთნელობა შესთავაზეს, რომლის სპორტული დირექტორიც მისი ტყუპისცალი არჩილ არველაძეა და გუნდის ღირსებას მისი ძმისშვილი ვატო არველაძე იცავს, მაგრამ შოთიმ კლუბის წინადადებაზე უარი თქვა.

არველაძის ნაცვლად “ქარაგიუმრუქს” თურქეთის ნაკრების ყოფილი მეკარე ვოლკან დემირელი ჩაიბარებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ცნობები, რომ შოთა არველაძე შესაძლოა ინგლისური “ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელი გახდეს, ასევე იყო საუბრები “რეინჯერსის” თაობაზეც – ფაქტი კი ერთია, ქართველ მწვრთნელს უქმობა საკმაოდ გაუგრძელდა და როგორც ჩანს უახლოეს მომავალში ახალი ამბებიც არ დააყოვნებს.

 

Share