“როგორ შეჰხარიან ბავშვები გიორგის, როდესაც ის მეტოქეებს ატყუებს” – იური მოროზი

“სად გაქრა ქართველი მესი” ? – L’analyste ჩაკვეტაძეს იხსენებს
დეკემბერი 15, 2021 16:32
ბორჯღალოსნები პორტუგალიით დაიწყებენ და ესპანეთით დაამთავრებენ
დეკემბერი 15, 2021 16:41

კვირას, უკრაინის პრემიერლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში, გიორგი წიტაიშვილის და ბექა ვაჩიბერაძის ოდესის “ჩერნონორეცი” საბა კვერკველიას “მეტალისტ 1925”-ს დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა.

მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა წიტიაშვილმა, ვაჩიბერაძემ შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, სტუმართა სათადარიგოთა სკამზე გახლდათ საბა კვერკველია, რომელსაც ბოლო მატჩებია მწვრთნელი აღარ სწყალობს.

მატჩის შემდეგ ოდესის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იური მოროზმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და ყურადღება გიორგი წიტაიშვილის მიმართ ფანების დამოკიდებულებაზე გაამახვილა.

“პოზიტივია ქომაგის ის მხარდაჭერა, რომელსაც აქ გატარებული 5 თვის განმავლობაში ვგრძნობ. როგორ შეჰხარიან ბავშვები გიორგი წიტაიშვილს, როდესაც ის მეტოქეებს ატყუებს, როდესაც მათთან ფოტოსურათებს იღებს. აქ ფეხბურთი არის და იქნება მომავალშიც და ეს ჩემთვის დიდი პოზიტივია”, – ამბობს იური მოროზი.

ამ შეხვედრით უკრაინაში შესვენება გამოცხადდა. ჩემპიონატის მატჩები თებერვლის ბოლოდან განახლდება.

Share