ბორჯღალოსნები პორტუგალიით დაიწყებენ და ესპანეთით დაამთავრებენ

“როგორ შეჰხარიან ბავშვები გიორგის, როდესაც ის მეტოქეებს ატყუებს” – იური მოროზი
დეკემბერი 15, 2021 16:34
[ექსკლუზივი] მუშაობა დაწყებულია – ზამთარში გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერის მოლოდინში…
დეკემბერი 15, 2021 20:14

“რაგბი ევროპამ” 20222 წლის თებერვალ-მარტში გასამართი “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” ოფიციალური კალენდარი წარადგინა. კალენდრის მიხედვით, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შინ 3, სტუმრად კი, 2 შეხვედრას გამართავს.

ბორჯღალოსნები” ტურნირს 6 თებერვალს პორტუგალიასთან შეხვედრით დაიწყებენ. მატჩს ავჭალის სარაგბო სტადიონი უმასპინძლებს. 12 თებერვალს საქართველოს ნაკრები ამსტერდამში ნიდერლანდებს ეწვევა. 27 თებერვალს კი, “დინამო არენაზე” ყველაზე პრინციპულ მატჩს გამართავს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ

12 მარტს საქართველოს ნაკრები ბუქარესტში ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასისთვის რუმინეთს შეერკინება, ტურნირს კი, 20 მარტს ავჭალაში ესპანეთთან თამაშით დავამთავრებთ.

Share