[ექსკლუზივი] მუშაობა დაწყებულია – ზამთარში გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერის მოლოდინში…

ბორჯღალოსნები პორტუგალიით დაიწყებენ და ესპანეთით დაამთავრებენ
დეკემბერი 15, 2021 16:41
[ექსკლუზივი] ვალენსია მამარდაშვილს პარასკევს სრულფასოვან კონტრაქტს შესთავაზებს
დეკემბერი 15, 2021 23:17

დღეს “გენტი” ჩემპიონატის მორიგ შეხვედრას ჩაატარებს. ზედიზედ მეოთხე ტურია გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადს მიღმა რჩება… “ბუფალოს” მთავარი მწვრთნელის ჩაკვეტაძის მიმართ დამოკიდებულება, წლის ბოლო სანაკრებო პაუზიდან მოყოლებული რადიკალურად შეიცვალა.

ბელგიური მედია ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, შესაძლო ტრანსფერზე წერდა.

“გელამკო არენაზე” ჯერ კიდევ ბევრს სჯერა ჩაკვეტაძის პოტენციალის, რომელიც ოთხი წლის წინ აბსოლუტური ტოპ-ტალანტის სახით მოვიდა და თავიდან ამ მოლოდინს ამართლებდა. თუმცა, როგორც ჩანს, მწვრთნელი მასზე იმედებს აღარ ამყარებს. ვინ იცის, იქნებ ფეხბურთელი, რომელსაც ნაკრებში 13 მატჩი აქვს ჩატარებული, წასვლასაც კი აპირებს, ვინაიდან მისი კონტრაქტი 2023 წელს სრულდება”, – წერდა ბელგიური გამოცემა.

პროგნოზების გაკეთება ყოველთვის რთულია, მაგრამ ის ნათელია, რომ გენტის მთავარი მიზანი ფეხბურთელთა გარკვეულ ეტაპამდე მიყვანა და სარფიანად გასხვისება გახლავთ. ჩაკვეტაძის ტალანტი იმდენად დიდია, ალბათ ბევრი მსურველი ეყოლება.

სანდო წყაროზე დაყრდნობით შეგვიძლია დავწეროთ, რომ ჩაკვეტაძის მიზანი იანვარში ახალ კლუბში გადასვლაა. Qomagebi.ge-ს ჩაკვეტაძესთან დაახლოებულმა პირებმა ექსკლუზიურად უთხრეს, რომ ზამთარში ტრანსფერის ალბათობა დიდია და რომ ქართველ ფეხბურთელს გენტის დატოვება სურს, ამაზე მუშაობა კი დაწყებულია.

დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე არც ისე დიდი დრო დარჩა და ვიმედოვნებთ, ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც ჩაკვეტაძის კარიერულ წინსვლას წაადგება.

Share