გიორგი არაბიძე და გიული მანჯგალაძე – გია ცეცაძის მთავარი სამიზნეები

გიორგი ქვილითაიამ კორონავირუსი დაამარცხა
დეკემბერი 15, 2021 10:29
7 ზელანდიელი, 7 აფრიკელი და 1 ქართველი: გორგოძილა საუკეთესოებში
დეკემბერი 15, 2021 13:14

ქუთაისის “ტორპედო”, რომელმაც Crystalbet ეროვნული ლიგის პლეი-აუტში საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა და მარტვილის “მერანი” დაამარცხა, მომავალი სეზონისთვის გაძლიერებას იწყებს.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ქუთაისური გუნდის მთავარ მწვრთნელს გიორგი ცეცაძეს “ტორპედოში” გიორგი არაბიძის ხილვა სურს. არაბიძე ბოლოს სწორედ ცეცაძის “სამტრედიაში” თამაშობდა და იმერულ გუნდს ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში ვერ დაეხმარა.

არაბიძე ამჯერად პორტუგალიური “ნასიონალის” საკუთრებაა, მაგრამ 24 წლის ქართველი ფეხბურთელი უცხოურ კლუბს ეძებს, რომელშიც სათამაშო პრაქტიკა ექნება. უცხოური ვარიანტის ვერ ნახვის შემთხვევაში კი, ქართველი შემტევი, უდიდესი ალბათობით, სწორედ “ტორპედოს” ღირსებას დაიცავს.

სავარაუდოდ “ქუთათურებს ბათუმის “დინამოდან” წამოსული გიული მანჯგალაძეც შეუერთდება. ცეცაძე მანჯგალაძესაც კარგად იცნობს, 2016 წელს   “სამტრედიას” შენადგენლობაში, მათ ერთად იზეიმეს ქვეყნის ჩემპიონობა.

Share