7 ზელანდიელი, 7 აფრიკელი და 1 ქართველი: გორგოძილა საუკეთესოებში

გიორგი არაბიძე და გიული მანჯგალაძე – გია ცეცაძის მთავარი სამიზნეები
დეკემბერი 15, 2021 12:39
▶️ VIDEO/სეივები – გიორგი ლორია 🆚 “დოქსა”
დეკემბერი 15, 2021 13:18

ვეტერანი ბორჯღალოსანი, ლეგენდარული მორაგბე და ამჟამად საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრი მამუკა გორგოძე, ცნობილმა სარაგბო გამოცემა RugbyPass-მა თავის დიდების დარბაზში შეიყვანა.

მათ თითოეულ პოზიციაზე ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეები შეარჩიეს, რომელთაგან საუკეთესოები ქომაგებმა ხმის მიცემით გამოავლინეს და სიმბოლური, ყველა დროის საუკეთესო XV შეადგინეს.

8 ნომრის პოზიციაზე მამუკა გორგოძე ისეთი ვარსკვლავების გვერდით მოხვდა, როგორებიც: კირან რიდი, ზინზან ბრუკი, სერ უეინ შელფორდი, როდნი სო’ოიალო, დუეინ ვერმიულენი, ბობი სკინსტადი, ლოურენს დალალიო, სებასტიენ შაბალი, სერჯიო პარისე, სკოტ ქვინელი და პიერ სპისი არიან. გორგოძემ 1508 ხმა მიიღო და დიდი უპრატესობით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ვერმიულენს.

აღსანიშნავია, რომ 15-ეულში 7-7 მორაგბე ახალი ზელანდიიდან და სამხრეთ აფრიკიდან მოხვდა, ერთი ადგილი კი სქართველოს ერგო!

მამუკა გორგოძემ 2003-2019 წლებში ბორჯღალოსნების კვართით 75-ჯერ ითამაშა და 27 ლელო გაიტანა, რაც საქართველოს ნაკრებში სარეკორდო მაჩვენებელია. ის ოთხი (2007, 2011, 2015, 2019) მსოფლიო თასის მონაწილეა და ოთხჯერ დაასახელეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ – ახალ ზელანდიასთან, ინგლისთან, რუმინეთთან და ტონგასთან.

ყველა დროის საუკთესო 15-ეული ასე გამოიყურება.

1.ვინ ჯოუნსი (უელსი) 2. მალკოლმ მარქსი (სამხრეთ აფრიკა) 3. ტაჯ ფარლონგი (ირლანდია) 4.მარო იტოჯი (ინგლისი) 5. ებენ ეტზებეტი (სამხრეთ აფრიკა) 6. სია კოლისი (სამხრეთ აფრიკა) 7.მაიკლ ჰუპერი (ავტრალია) 8. არდი სავეა (ახალი ზელანდია) 9. ანტუან დუპონი (საფრანგეთი) 10. ბოდენ ბარეტი (ახალი ზელანდია) 11. მაკაზოლე მაპიმპი (სამხრეთ აფრიკა) 12. სამუ კერევი (ავსტრალია) 13. ლუჰანო ემი (სამხრეთ აფრიკა) 14. ვილ ჯორდანი (ახალი ზელანდია) 15. სტიუარტ ჰოგი (შოტლანდია).

Share