გიორგი ქვილითაიამ კორონავირუსი დაამარცხა

თბილისის “დინამოს” ზედიზედ მეხუთე მარცხი
დეკემბერი 15, 2021 00:38
გიორგი არაბიძე და გიული მანჯგალაძე – გია ცეცაძის მთავარი სამიზნეები
დეკემბერი 15, 2021 12:39

კვიპროსული მედიის ინფორმაციით, “აპოელის” ქართველი თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია გამოჯანმრთელდა, მოედანს დაუბრუნდა და ვარჯიში გაანახლა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ქვილითაიამ ინფიცირების გამო გასული ორი მატჩი გამოტოვა “პაფოსთის” და “ოლიმპიაკოსის” წინააღმდეგ.

შემდეგი შეხვედრას “აპოელი”, 18 დეკემბერს, “აპოლონის” წინააღმდეგ გამართავს. დიდი ალბათობით, ამ მატჩში სათამაშოდ გიორგი ქვილითაია მზად იქნება.

მიმდინარე სეზონში ქვილითაიამ 9 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

Share