“განსაკუთრებული მადლობა ერთგულ გულშემატკივარს”-ლევან კობიაშვილი

პეისერსმა ბითაძე G-ლიგაში გაუშვა
დეკემბერი 15, 2021 13:48
“სად გაქრა ქართველი მესი” ? – L’analyste ჩაკვეტაძეს იხსენებს
დეკემბერი 15, 2021 16:32

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ეროვნული ლიგის წლევანდელი სეზონის დასრულებას ეხმაურება:

“დასრულდა ეროვნული ჩემპიონატის 2021 წლის სეზონი, რომელიც ნამდვილად გამოირჩეოდა საფეხბურთო გარემოთი.

წელს უამრავი საინტერესო და დაძაბული მატჩი, ლამაზი გოლი და დაუვიწყარი საფეხბურთო სანახაობა ვიხილეთ.
ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მონაწილე თითოეულ კლუბს, ფეხბურთელს, მწვრთნელს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფეხბურთის მოყვარულებს უდიდეს სიხარულსა და საფეხბურთო ემოციებს ანიჭებდა.

განსაკუთრებული მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ამხნევებდა და გვერდით ედგა საყვარელ კლუბს.

ბათუმის დინამოს ვულოცავ ისტორიაში პირველად ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, ბოლნისის სიონს ლიგა 2-ში პირველი ადგილის დაკავებას და ეროვნულ ლიგაში დაწინაურებას, საფეხბურთო კლუბ გაგრას კი, 10-წლიანი პაუზის შემდეგ, მთავარ საფეხბურთო ლიგაში დაბრუნებას.

მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენ კლუბებს ევროსარბიელზე. 2022 წელს კი მჯერა, რომ თქვენი ყველას ჩართულობით კიდევ უფრო დაუვიწყარი სეზონი გველოდება,”- დაწერა კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2020/21 წლის ეროვნული ლიგის სეზონის გამარჯვებული ისტორიაში პირველად, დინამო ბათუმი გახდა, მეორე ადგილზე თბილისის დინამო, ხოლო მესამეზე გორის დილა გავიდა. საქართველოს თასს კი საბურთალო დაეუფლა.

Share