[ექსკლუზივი] ვალენსია მამარდაშვილს პარასკევს სრულფასოვან კონტრაქტს შესთავაზებს

[ექსკლუზივი] მუშაობა დაწყებულია – ზამთარში გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერის მოლოდინში…
დეკემბერი 15, 2021 20:14
▶️ VIDEO არაბულის გოლი და ფრე ვოლოსთან
დეკემბერი 16, 2021 00:21

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის კონტრაქტს ვალენსია რომ გამოისყიდის, ამაზე უკვე ვწერდით.

Qomagebi.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ვალენსიამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და მამარდაშვილს რამდენიმეწლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

ჩვენი ბოლო ინფორმაციით, კონტრაქტი პარასკევს უნდა გაფორმდეს. მამარდაშვილის გამოსყიდვა და კონტრაქტის პირობებზე შეთანხმება უფრო ადრეც იგეგმებოდა, თუმცა ვალენსიაში კორონავირუსია.

ამ მიზეზით გადაიდო მამარდაშვილის საკითხიც… დიდი ალბათობით, უკვე პარასკევს ვალენსია ქართველ მეკარეს სრულფასოვან კონტრაქტს შესთავაზებს.

მამარდაშვილი ამჟამად თბილისის დინამოს საკუთრებაა. ახალგაზრდა მეკარე ზაფხულში ვალენსიაში იჯარის წესით გადავიდა, ვალენსიამ კი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებაც დაიტოვა.

თუ ესპანელები ქართველი მეკარის კონტრაქტს ამ წლის ბოლომდე გამოისყიდიან, მაშინ თბილისის დინამოს 800 000 ევრო უნდა გადაუხადონ, ხოლო თუ 2022 წელს – მილიონ ევროზე მეტი.

ამგვარად, ესპანური კლუბი დინამოს 800 000 ევროს გადაუხდის. კონტრაქტის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა წელს ლა ლიგის 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა: ითამაშა რეალთან, სევილიასთან… დებიუტი ჰქონდა 21 წლის მეკარეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებიც.

Share