“სად გაქრა ქართველი მესი” ? – L’analyste ჩაკვეტაძეს იხსენებს

“განსაკუთრებული მადლობა ერთგულ გულშემატკივარს”-ლევან კობიაშვილი
დეკემბერი 15, 2021 13:50
“როგორ შეჰხარიან ბავშვები გიორგის, როდესაც ის მეტოქეებს ატყუებს” – იური მოროზი
დეკემბერი 15, 2021 16:34

ბელგიური სპორტული სააგენტო L’analyste გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ტვიტერზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს.

პოსტში ვხედავთ, გიორგი ჩაკვეტაძის 2018-19 წლების სეზონის, როგორც საკლუბო ისე სანაკრებო სტატისტიკას, პოსტის ბოლოს კი ისმის შეკითხვა – “სად გაქრა ქართველი მესი?”

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელისთვის 2018/19 წლების სეზონი მართლაც გამორჩეული იყო. მაშინ ქართველმა ფეხბურთელმა 37 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ამასთანავე, გიორგი ჩაკვეტაძე 2018 წელს წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად დასახელდა. მის სახელს უკავშირდება უეფას მიერ 2018 წელს შექმნილ ერთა ლიგაზე ისტორიული პირველი გოლი.

2018/19 წლების სეზონის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ სულ რაღაც 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც ერთი გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძის კრიტიკამ გენტის ხელმძღვანელობაშიც იმატა – ქართველ ფეხბურთელს კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მონდომება და სათამაშო მოტივაცია დაუწუნა, რის გამოც უკვე რამდენიმე მატჩია ახალგაზრდა ნახევარმცველს კლუბის განაცხადში ვეღარ ვხედავთ.

Share