თბილისის “დინამოს” ზედიზედ მეხუთე მარცხი

ჩაკვეტაძის პრობლემები – გენტი ქართველის გარეშე ითამაშებს
დეკემბერი 15, 2021 00:23
გიორგი ქვილითაიამ კორონავირუსი დაამარცხა
დეკემბერი 15, 2021 10:29

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე  ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრაში  თბილისის “დინამო” სერბეთის  ჩემპიონს და 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს სერბულ  “რადნიჩკს” დაუპირისპირდა და ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა.

წინა მატჩებისგან განსხვავებით დღეს დეიან სტანოევიჩის გუნდი დაცვაში ნორმალურად მოქმედებდა და ჩვენი გუნდის მეკარემ ირაკლი რაზმაძემაც ურთულესი ბურთები მოიგერია, მაგრამ შეტევაში ჩვენი გუნდის თამაში ძალიან ცუდი იყო. რიგ ეპიზოდებში ზედმეტად ვჩქარობდით, გვიჭირდა ჩვენ ცენტრამდე-სანდრო ადეიშვილამდე ბურთის მიტანა.

“დინამოდან” გოლები”: მარკო ელაჩამ, რევაზ იმნაიშვილმა, სანდრო ადეიშვილმა, გიორგი მაგრაქველიძემ(2), იოვან სარიჩმა და დუშან ვასიჩმა  გაიტანეს.

ისიც აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში ჩვენს გუნდს  ანდრია ბითაძე და ბელარუსი ლეგიონერი-არტიომ დიხტარენკა ვერ ეხმარებოდნენ.  სერბული გუნდის რიგებში საუცხოო თამაში ჰქონდა მილოშ ჩუკს, რომელმაც 4 გოლი გაიტანა.

საბოლოოდ, 14:7  “რადნიჩკის” სასარგებლოდ და ქართულმა გუნდმა მორიგი მარცხი განიცადა.

Share