ინდიანა 🆚 მილოუკი – მამუკელაშვილმა ითამაშა, ბითაძე არ ჩანს

▶️ VIDEO არაბულის გოლი და ფრე ვოლოსთან
დეკემბერი 16, 2021 00:21
▶️ VIDEO ბითაძის საოცარი მატჩი G ლიგაში” 38 ქულა 14 მოხსნა
დეკემბერი 16, 2021 11:43

დღეს ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის “ინდიანა” სანდრო მამუკელაშვილის “მილოუკი ბაქსს” ესტუმრა და დიდი ანგარიშით დამარცხდა. მოქმედმა ჩემპიონმა ინდიანაპოლისი 144-99 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებში პარკეტზე 16 წუთი დაჰყო სანდრო მამუკელაშვილმა. ქართველმა კალათბურთელმა ამ დროის განმავლობაში 3 ქულა, 4 მოხსნა და 1  შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

სამწუხაროდ, არ უთამაშია და არც სათადარიგოთა შორის ყოფილა “ინდიანას” რიგებში გოგა ბითაძე. შეგახსენებთ, რომ “ინდიანამ” ქართველი ცენტრი G ლიგაში გაუშვა, ხოლო როდის დაბრუნდება იგი ძირითადი გუნდის შემადგენლობაში უცნობია.

გუნდები მომდევნო შეხვედრებს 17 და 18 დეკემბერს გამართავენ. ხვალ გამთენიისას ”ინდიანა” დეტროიტ “პისტონსს” დაუხვდება, ხოლო ზეგ დილით შედგება “მილოუკი ბაქსისა” და ნიუ ორლეან “პელიკანსის” დაპირისპირება.

Share